რეზონანსი
16.09.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე თვე მნიშვნელოვანი საგარეო და შიდა მოვლენებით იქნება დატვირთული.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ საღამო მიმართვაში გააკეთა.

„სექტემბრის ძლიერ მეორე ნახევარს ვამზადებთ. ის ძლიერი იქნება, როგორც ღონისძიებებით, პარტნიორებთან ჩვენი საერთაშორისო მუშაობის მიმართულებით, და გადაწყვეტილებებით, რომლის რეალიზებას აქ, უკრაინაში მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიათა ფორუმში, რომელიც უკრაინაში ჩატარდება, მონაწილეობის მიღება უკვე მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 89 წამყვანმა კომპანიამ დაადასტურა.

„ინტერესი ფორუმისადმი ძალიან მაღალია. ეს სავსებით ასახავს უკრაინის ძალასა და პოტენციალს - ჩვენ უნარიანობას თავი დავიცვათ და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს თავისუფლების შენარჩუნებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×