რეზონანსი
16.09.2023

ოთარ ფარცხალაძეს წლებია არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამასთან, ჩვენ ყველამ გავიგეთ ინფორმაცია, რომ მასთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში, დაწესებულია კონკრეტული სანქციები , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ეს საკითხი შესაძლოა ჩვენი დისკუსიის საგანი არც უნდა იყოს, რადგან ამ ადამიანს წლებია არვითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული თანამდებობა კონკრეტული ვადით და ამის შემდეგ მისი რაიმე კავშირი სახელმწიფო სტრუქტურებთან არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდებოდა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×