რეზონანსი
16.09.2023

8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე და მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და გულწრფელი სამძიმარი ვუთხარი გარდაცვლილთა ოჯახებს, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეოლოგები აქტიურად მუშაობენ, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია.

„პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა გურიის რეგიონს და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. არც ერთი ოჯახი, რომელიც დაზარდა სტიქიის შედეგად, არ დარჩება ყურადღების გარეშე. ამ წუთას მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, რაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთის მდგომარეობით, 256 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 520 ოჯახია ჯამში გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას", - განაცხადა ურუშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×