რეზონანსი
17.09.2023

სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, იური კიმის განცხადების პასუხად, რომ აშშ ცდილობს, სომხეთი რუსეთის საპირწონედ აშშ-ის პარტნიორი გახდეს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა გამჭვირვალეა და ასეთი ფორმულირებები მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული და ორიენტირებული სომხეთის პოლიტიკურ ინტერესებზე დაყრდნობით", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

​რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი დასავლეთის მხარდაჭერით „აგდებს რუსებს", სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „მირჩევნია ჩემი კოლეგების განცხადებებზე გავაკეთო კომენტარი. მე გამოვდივარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებებიდან, დანარჩენი სამუშაო პროცესებია. რუსეთის ფედერაციის მეთაურმა განაცხადა, რომ სომხეთთან არ არის პრობლემები, ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×