რეზონანსი
17.09.2023

ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 სექტემბერს გამთენიისას, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. უწყების თქმით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა შენობა.

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინებუგოვის ინფორმაციით კი, გასულ ღამეს ქალაქ ხარკოვზე მიტანილი რუსული იერიშისას რაკეტა ერთ-ერთ საწარმოს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ხერსონის, ხარკოვის, ბოგოდუხივის, ჩუგუივის, კუპიანისა და იზიუმის ოლქების დასახლებები დაბომბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×