რეზონანსი
17.09.2023

მშვიდობის სურვილის მიუხედავად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდება და ამისთვის დასავლეთი მზად უნდა იყოს-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი განმარტავს რომ ალიანსი უნდა მოემზადოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, უკრაინამ კი ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოს რადგან წინააღმდეგ შემიხვევაში, ქვეყანა აღარ იარსებებს

„ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებს, ჩვენ მშვიდობა გვექნება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეუერთდება ალიანსს და აღნიშნა, რომ ივლისში, ვილნიუსში ჩატარებული NATO-ს სამიტი გზას უხსნის უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიის შეკავებისკენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×