რეზონანსი
18.09.2023

შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება! - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

ხუნდაძის თქმით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას.

„საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციისა, რასაც ძალადაკარგული ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აკეთებს. ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ - რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის პოლიტიკაში მიგრირებულ, საქართველოდან გაძევებულ პოლიტიკოსებზე, მათ მტრულ ზრახვებზე და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ქვეყანაში. სწორედ ისინი ლობირებენ მათ, რომელიც არც უკრაინის და მითუმეტეს, არც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის" განმეორებას საქართველოში! შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!" - წერს ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×