რეზონანსი
18.09.2023

ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" თავისი საცეცებით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელოს" თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან" და „გირჩთან", ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან და ანა დოლიძესთან.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები" არიან და ამით „ლელო" კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა" ხდება.

„ლელომ" თქვა, თითქოს, ეს ცალკე პოლიტიკური ორგანიზმი უნდა იყოს. ის სია, რომელიც მათ დაასახელეს, რომელთანაც ისინი ერთიანდებიან, „დროა" იქნება, „გირჩი" თუ ა.შ., ესენი არიან პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები". ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები" არიან. ამით „ლელო" კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური" მოძრაობა" ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა". ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" თავისი საცეცებით, სამწუხაროდ ასეა. ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში, ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ბევრი პარტია. ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ამით და თავისი პირადი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. სამწუხაროდ, ყველა არჩევს, რომ მოექცეს „ნაციონალური მოძრაობის" თბილი ქოლგის ქვეშ, იმიტომ, რომ იციან ამით აქვთ წვდომა მედიაზე, ფინანსებზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ორი პარტია, რომელთანაც „ლელოს" პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობაა", ხოლო „ლელოს" თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან" და „გირჩთან", ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×