რეზონანსი
18.09.2023

"ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში..." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"მე ვიქნები თქვენთან. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც უძველესი უძველესი ქვეყანა და ევროპალია... მაგრამ ყველა უნდა გააკეთოს, ის რაც გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული, ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებს უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება ის თვითონ დაიკარგება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×