რეზონანსი
18.09.2023

ხვალ ჩავარდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ზუსტად ეს იყო დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა; 1. ეს იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება, პროექტი უკვე შემუშავდა. მათი რეკომენდაციები იყო, რომ დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო. მათ გვთხოვეს ამ დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ეს დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან. მეორე თხოვნა იყო, რომ აღარ მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამასაც ბოლომდე ვასრულებთ, ხვალ ჩავარდება ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×