რეზონანსი
19.09.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს დაითხოვეს და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაითხოვეს სამინისტროდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს",-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

ფაქტს პარტია „საქართველოსთვის" წევრი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მეზვრიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირის მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას შეიტყო და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×