რეზონანსი
20.09.2023

ელექტრომობილების 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნული მაგისტრალის ოთხ ადგილას დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია თბილისში დამატებითი რაოდენობის ელექტროდამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ ქალაქგარეთ ელექტრომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის დამტენები რამდენიმე ადგილას განთავსდებოდა ჩქაროსნულ მაგისტრალზეც.

დღეს შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ:

• ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით;

• ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით;

• ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.

მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს კომპანია „საკენი ბიოგრაფისგან", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×