რეზონანსი
20.09.2023

არაერთხელ გვინახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და დესტაბილიზაციის მცდელობები თუ როგორ გამოსდის რადიკალურ ოპოზიციას., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას" განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყნის შიგნით რჩებიან ძალები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთ, ვინც ქვეყანაში არეულობის გეგმას გულშემატკივრობენ.

„წინა თვეებში არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები, სადაც ოპოზიციის ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად ყველაფერს აკეთებენ, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს საქართველოში არეულობა და ამ არეულობით ისარგებლონ, რომ როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოხვდნენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×