რეზონანსი
20.09.2023

მამუკა მდინარაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომას გამოეხმაურა .ამ თემაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გახარია რატომაც წავიდა, იმ მიზეზით წავიდა სამივე მათგანი, ჩემი აზრით. გახარია წავიდა. თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? - რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის". ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის" გადადგა. უცებ, „ნაცმოძრაობის" ყველა ტელევიზია გახარიას მხარეს აღმოჩნდა და მისი პიარით იყვნენ დაკავებული. სტრასბურგმა თქვა, რომ მისი გადადგომა არანაირი ღირსეული ნაბიჯი არ ყოფილა, კანონიერი გადაწყვეტილების გამორიცხვის მიზნით გადამდგარა. წარსულმა აჩვენა, რისთვის გადადგა გახარია. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ემოციურ ფონზე გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს ასე არ მგონია. ამ ყველაფერს დრო აჩვენებს", - განაცხადა მდინარაძემ.

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×