რეზონანსი
25.09.2023

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ღამით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა. ირკვევა, რომ დაზარალებული, სავარაუდო დამნაშავის მეგობარია. პირი მეგობარსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებული hყვება, რომ გარჩევა, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

"ჩემი შვილიც მოსაშორებელია. წამალი ვერ გაიყვეს ეტყობა, ორი გრამი და იარაღით მოგვივარდა სახლში. აგერ ცხოვრობს ჩემ მეზობლად და ახლა დაკავებული ჰყავთ, არ ვიცი რა ბედი ეწევა. ჩემ რძალს მოუშვირა იარაღი ბავშვი უკან ედგა, 6 წლის ბავშვი", - ამბობს ოჯახის წევრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×