რეზონანსი
27.09.2023

ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მელია არ გამორიცხავს, რომ „სხვა პლატფორმიდან" მოუწიოს ბრძოლა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულმა პრობლემებმა, ბევრს არ მისცა საქმიანობის საშუალება, რის გამოც, ამ პარტიაში ვერც ნიკა მელიას ხედავს.

„მე ვერ გეტყვით როგორი იქნება ნიკას გადაწყვეტილება. პირადად მე თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში", იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა - დასუსტებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×