რეზონანსი
27.09.2023

მამუკა მდინარაძის თქმით, პარადოქსია, როდესაც პარტია „დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობას რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს, ამავდროულად კი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული და ყოველთვიურად 10 000-ობით დოლარის თანხას იღებს რუსეთიდან. ამ თემაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

„ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს - არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია. ადამიანი, რომელიც სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი, აგერ მტკიცებულება გვაქვს, ხელის გულზე გვიდევს, რომ ადამიანს ერიცხება ყოველთვიურად 10 000-ობით [ჰონორარი]. ერთი ადამიანი მაჩვენეთ დღეს სხვა, რომელსაც რუსეთიდან რაიმე სახის ჰონორარი ერიცხება და ეს ჰონორარი 300 და 500 დოლარის ეკვივალენტს რუბლებში კი არ შეადგენს, 10 000-ობით დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და მეც დავიჯერებ, რომ ეს არის ჰონორარი. ლეგიტიმურია ეს ეჭვი ყველაზედ რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს ჰონორარი არ არის ?! ეს ადამიანი გამოდის და რუსი, რუსი, რუსი - არ ჩერდება. ყველაზე მეტად ეგ ასრულებს დავალებას, რომ რუსები გვეძახოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×