რეზონანსი
28.09.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ რეალობის და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა მიზნად ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე, სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება. მისი თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განკარგულების გაუქმება მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×