რეზონანსი
01.10.2023

ჩვენ ავირჩიეთ ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე დავაბრუნოთ საკონსტიტუციო წესრიგი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება პარლამენტში 100 ხმის შეგროვებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არავისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება არსებობდეს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×