რეზონანსი
05.10.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების პროცესი გრძელდება, თუმცა არ მგონია, ეს საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც მელია აღნიშნავს: „გავიდა ცხრა თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია, ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან" სამი თვის წინ ვიხილეთ. ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული, გადავწყვიტეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში „აქცია". სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას".

კახა კალაძის თქმით, ყველაზე მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა.

„ეს მათი შიდა დაპირისპირებაა, რაც რამდენიმე თვეა, ყველასათვის თვალსაჩინოა. იცით, როგორ წარიმართა პროცესები. ხაბეიშვილმა ფაქტობრივად გამოაგდო მელია თავმჯდომარეობიდან და დაძაბულობა, ურთიერთდაპირისპირების პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა არ მგონია, ეს საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, რასაც ადგას ჩვენი ქვეყანა, სიარული წარმატებით იყოს გაგრძელებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×