რეზონანსი
05.10.2023

რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გაფართოებას უკავშირდება, შეშფოთებას ვეღარც "ქართული ოცნება" მალავს. პარტიის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სრულად იზიარებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. პირველი, ვინც უნდა რეაგირებდეს ასეთ მიუღებელ ნაბიჯებზე, არის საგარეო საქმეთა სამინსტრო და ეს ოფიციალური განცხადებას რაც ნიშნავს მთავრობის განცხადებას, ხელისუფლების პოზიციას. სრულად ვიზიარებ ამ შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, - ამბობს ირაკლი კობახიძე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების გაფართოების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. უწყება რუსეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად და მორიგ პროვოკაციად აფასებს და მოუწოდებს ოკუპანტს, შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×