რეზონანსი
09.10.2023

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „ჰამასს" ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „მე ვუმეორებ ჩემს მოწოდებას „ჰამასს", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი",- განაცხადა გუტერეშმა. გუტერეშმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და „ორი სახელმწიფოს ხანგრძლივ ხედვას" შეუძლია რეგიონში სტაბილურობის მოტანა. გუტერეშის განცხადებით, ის „ღრმად შეშფოთებულია" პალესტინის მხრიდან დაღუპულთა რიცხვითაც, რომელშიც ბევრი ქალი და ბავშვია. გუტერეშის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ესმის „პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური წყენა", ვერაფერი გაამართლებს ტერორის ქმედებებს, დასახიჩრებას, მკვლელობას და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას. „მე ძალიან შეწუხებული ვარ დღევანდელი განცხადებით, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას დაიწყებს და დატოვებს ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე. ეს დაუშვებელია", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×