რეზონანსი
13.10.2023

როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს, ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის

„ელჩ ჰადას მეიცადს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა.

პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის წერილი გადავეცი, რომელიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ბოლო მოვლენების გამო.

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!" - წერს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×