რეზონანსი
13.10.2023

როგორც ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში ლეგალური ან არალეგალური ყოფნა მნიშვნელოვანი არ არის.

მისი თქმით, რეგისტრაციისთვის საკმარისია საქართველოს პასპორტი და ფოტო სურათი.

„ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. ვინც ასეთ აღრიცხვაზე დგას, ჩვენ გვაქვს მათთან ტელეფონით წვდომა. ჩვენი მოქალაქეების 90% რეგისტრირებული არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივი წვდომა გვექნება მათთან.

რეგისტრაციისთვის საბუთის მოწესრიგება საჭირო არ არის. საკონსულოში რეგისტრაციისთვის საჭიროა საქართველოს პასპორტი, ფოტო სურათი. მისი ლეგალური ან არალეგალური ყოფნა ისრაელის სახელმწიფოში ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მოქალაქე",- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×