რეზონანსი
14.10.2023

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში ეხმაურება

„სვეტის ციდან მიწაზე დაფუძნება წმიდა ნინოს სახელსა და დროს უკავშირდება.

19 წელი (1010-1029) აშენებდნენ თანამედროვე (მერეც რამდენჯერმე გადაკეთდა) სვეტიცხოველს ანუ ცოცხალ სვეტს - კონსტანტინე არსუკისძემ მარადიული საქართველოს ძეგლი ააგო.

ის სიმბოლურად იაკობის კიბეს მიანიშნებს, რომელზეც ჩამოდიოდნენ და ადიოდნენ კიდეც ანგელოზები - ეს კიბე ცისა და მიწის ორმხრივ კავშირს გვამცნობს. 

სანამ სვეტიცხოველი დგას, საქართველოს სიკვდილი არ უწერია - ის თანაბრად გამოხატავს ურყევ რწმენასა და მოუდრეკელ სასიცოცხლო ენერგიას.

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×