რეზონანსი
14.10.2023

ჰამასის ტყვეობაში ეთნიკურად ქართველი მამაკაცია. ამ ინფორმაციას შლომი კიკოზაშვილის ოჯახი ადასტურებს.

როგორც გაირკვა, კიკოზაშვილი იმ ფესტივალის მცველი იყო, რომელიც ტერორისტების სამიზნე ომის პირველ წუთებში გახდა.

40 წლის მამაკაცი ჰამასმა შაბათს გაიტაცა, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

„გუშინ ჩემს რძალს მიუტანეს ისრაელის ჯარიდან ეს ინფორმაცია, ოღონდ როგორ არის, ცოცხალია, მკვდარია, ეს არ ვიცით. ვიცით, რომ ჰამასს ჰყავს გატაცებული ღაზაში. როგორც ჩემი შვილი, ისე კიდევ რამდენია - ბავშვები, მოხუცები. ვლოცულობ, რომ ყველა მშვიდობით დაბრუნდეს. ვუცდით ყოველ ტელეფონის ზარს. იმ დღეს 8-ის ნახევარზე დაურეკე, დედა არ ინერვიულოო მითხრა, ახლა გავდივართ აქედანო, ოღონდ ძაან რთული გასვლაა კი მითხრა". - ამბობს დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×