რეზონანსი
15.10.2023

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომის ესკალაციამ შესაძლოა კონფლიქტში ირანის ჩართვა გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა. მან ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ახალი ფრონტის გახსნის შესაძლებლობაც დაუშვა.

„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ირანი გადაწყვეტს რაღაცნაირად ჩაერთოს [ომში]. ყველა შესაძლო განვითარებისთვის უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა სალივანმა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ბეირუთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ახალი ფრონტები გაიხსნება, თუ ისრაელი სამხედრო დანაშაულებსა და ღაზის სექტორის ჰუმანიტარულ ბლოკადას განაგრძობს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×