რეზონანსი
24.10.2023

„დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ინიციატივა, რომელიც რუსული ბიუჯეტიდან რუბლებით დაფინანსებული ვითომ და პოლიტიკოსის და მეორე მხრივ, შარვლის ჩახდით მებრძოლი ადამიანების მიერ შეიქმნა, ცოტა არ იყოს კომიკურია და სერიოზულს ვერ ვუწოდებ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების წინააღმდეგ არის მიმართული და ეს ინიციატივაც მსგავსი მავნებლობაა ქართვლი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ეს მახსენებს საბჭოთა პერიოდის 1937-იან წლებს, როდესაც სიებს ადგენდნენ და მტრების სახელით ნათლავდნენ, თუმცა მათი მცდელობა, სერიოზული მცდელობისაგან შორს არის და ასეთ შავ სიაში მოხვედრა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის სწორ ნაბიჯებს ვდგავთ, იმ ნაბიჯებს, რომელიც მათ ინტერესებშიარ შედის. იქნება ეს მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ევრო დირექრივის პირდაპირ დანერგვაა საქართველოში და ნიშნავს ევროპული პრაქტიკის გათავისებას და ევროპული პრაქტიკი იმ ხარისხით დანერგვას, რასაც მოითხოვს ჩვენი ევროპული განვითარება და მეორეს მხრივ, თუ საუბარი ეხება ე.წ. რუსულ კანონს, რომელიც გულისხმობს უცხოური აგენტების საქმიანობის გამოვლენას და მათი ფინანსების გამჭვირვაკობას. დიახ საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ დონორები და მდიდარი ენჯეოები ამ კანონის მიღებას. ძალიან საინტერესოა, თუნდაც ეს ინიციატივა საიდან ფინანსდება ან თუნდაც ის ვითომ და არასამთავრობოები რადიკალიზმის წახალისებას რომ აფინანსებენ საიდან მოსდით თანხები. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების წინააღმდეგ არის მიმართული და ეს ინიციატივაც მსგავსი მავნებლობაა ქართვლი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი ეს კომიკური მცდელობა დიდ შედეგს ვერ გამოიღებს. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე საზოგადოებაში სერიოზულად უყურებდეს მათ წამოწყებას ან იმ ფაქტს დატვირთვა მიანიჭოს, რომ აქ ვინმე მოხვდება, თუ არ მოხვდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×