რეზონანსი
24.10.2023

"ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე როგორ აკეთებს კომენტარს, როცა მისი ძმაკაცი, ვინც მტრულ სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშია მხილებული, თავისუფლად დაიარება," - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "დღის ამბებთან" გენერალური პროკურორის განცხადებას.

საქმე ეხება ირაკლი შოთაძის აღიარებას, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში ისევ მიმდინარეობს. 

როგორც ხიდაშელი ამბობს, შოთაძე აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის მეგობარია და არ სჯერა მოქმედი გენერალური პროკურორის განცხადების, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი არ უნახავს.

რამე თემაზე როგორ აკეთებს კომენტარს, ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მანამ, სანამ მისი ძმაკაცი ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში, ვინც მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არის მხილებული, ასე თავისუფლად დაიარება. მე საერთოდ დავიმალებოდი. პროკურატურასთან შეხება თუ არ ჰქონია ფარცხალაძეს, არ ნიშნავს, რომ ისინი ძმაკაცები არ არიან და პროკურატურის შენობაში სიარული არ სჭირდება იმას, რითიც ფარცხალაძე იყო დაკავებული, როგორც პროკურატურის ჩრდილოვანი მართვის, ასევე სასამართლო კლანის ჩრდილოვანი მართვის თვალსაზრისით,“ - ამბობს ხიდაშელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×