რეზონანსი
24.10.2023

ისრაელი ებრძვის ტერორიზმს, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით, ჰამასი კი ამის საპირისპიროს აკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„გამოწვევა არის ის, რომ მეორე მხარეს გვყავს მტერი, ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხი დახოცოს. ჰამასი ადამიანების ევაკუაციას ხელს უშლის.

როდესაც ღაზაში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია შევამოწმოთ წყაროები. ჩვენ მაგალითად გვესმის განცხადებები ღაზას ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან. ვინ არის ეს მინისტრი? ვინ აკონტროლებს ღაზას 2007 წლიდან? - ჰამასი, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 2 კვირის წინ ისრაელში ბავშვები დახოცა. ის სანდო წყაროდ გამოდგება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ღაზაში? ეს აბსურდია. ჩვენ წყალს ღაზას კვლავ ვაწვდით. დაახლოებით 50 ავტომობილი შევიდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფას გამშვები პუნქტის გავლით. ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში ჯერ არ არის. როცა ვსაუბრობთ ღაზის სექტორზე, ერთი მოწინააღმდეგეა, რომელიც პასუხი უნდა აგოს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება სექტორში და ეს ჰამასი გახლავთ“, - განაცხადა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×