რეზონანსი
24.10.2023

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა არ შეაჩერებს ომს, არამედ მხოლოდ გაზრდის კონფლიქტებს მსოფლიოში და საერთაშორისო სამართლის დასასრული იქნება.

მანამდე ილონ მასკმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, იპოვოს გზა უკრაინაში მშვიდობისა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ.

"უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ დაასრულებს ომს, მაგრამ აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტების მკვეთრ ზრდას მთელს მსოფლიოში, საერთაშორისო სამართლის ეპოქის დასასრულს, საერთაშორისო ეკონომიკის დაშლასა და ბოროტების ძალების ტრიუმფს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×