რეზონანსი
24.10.2023

მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებზე მიმდინარეობს. ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი საუბრობს ვის და როგორ შეეხებათ ამნისტია:

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწის საკითხში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ერთი მხრივ, სახელმწიფო მუდმივად ცდილობს, რომ ასახოს და დაარეგისტრიროს ყველა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი. მეორე მხრივ კი, ეს პროცესი რაც უფრო ღრმა ფაზაში შედის, მით უფრო მეტი პრობლემა ხდება ცხადი.

სახელმწიფომ აღმოაჩინა უამრავი შემთხვევა, რომელიც ჩაითვალა, რომ არ იყო კანონიერად რეგისტრირებული. არის ე.წ. მამა-პაპისეული განწყობები, როცა ეგონათ, რომ მიწა მათი იყო, რადგან მათი წინაპრები ამუშავებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო დოკუმენტირებული. შედეგად დაგროვდა ბევრი სისხლის სამართლის საქმე. აქვე, დგას მესამე კომპონენტი, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დასაკუთრებული ქონების უკან დაბრუნება.

ინიციატივა, რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ გაჟღერდა, ეხება სამივე კომპონენტის დარეგულირებას, თუმცა როგორი იქნება საბოლოო სახე, ამას საპარლამენტო განხილვების შემდეგ გავიგებთ. თავად ინიციატივა კი, შეიცავს შემდეგ რამეს - ქონება, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ უკანონოდაა დაკანონებული და მას ამჟამინდელი მფლობელი მიატოვებს სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასზე გავრცელდება ეს ამნისტია. ასევე, ამნისტია გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლების მიწის შემთხვევაშიც მიტოვების შეუძლებლობა დგას. მათ, უნდა აანაზღაურონ დღეს არსებული საბაზრო ღირებულებით სახელმწიფოს სასარგებლოდ" - განაცხადა გადაცემაში "საქმე" კაჭკაჭიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×