რეზონანსი
24.10.2023

არჩილ თალაკვაძემ ყირიმის პლატფორმის სამიტზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დელეგაციამ სამიტზე სხდომებთან ერთად პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. „ჩვენს მიმართვას პლენარული სესიისადმი, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობას, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. სესიის არაერთმა მონაწილემ პირდაპირ გამოხატა თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ამ განცხადების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ განწყობები იცვლება და ამ ურთულესი ომის შემდეგ, ყველა ხედავს, რომ საჭიროა განახლება.

დაველოდოთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირზე არის. მოველით, რომ დეკემბერში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. სხვა გადაწყვეტილება არც იქნება სწორი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×