რეზონანსი
24.10.2023

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას და არა საერთაშორისო პარტნიორებთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დიდი ხანია არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ხელს უშლიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში მცდელობები კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ. „მეუბნებიან, რომ ვერ გავიგეთ, როგორია თქვენი გზავნილი: თქვენ ამბობთ, თავს იკლავთ, რომ გჭირდებათ სტატუსი, ეს სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლება მიდის და მოდის, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას - შენ ამას მეუბნები, რამდენიმე შენი კოლეგა, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, რომლებიც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს კონკრეტული ვიზიტები კონკრეტულ დედაქალაქებში და ამ დროს, არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ხელს უშლიან ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამას პირველად ვამბობ ეთერში თქვენთან, ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო დღეებში, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ დიახ, ეს ასე ხდება.

მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, თქვენი ეთერითაც და ისედაც ვთხოვო, გასაგებია, ვიცით უკვე ვისზე და რაზეა საუბარი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას უთხრან საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომ ეს არის სწორი. მათ იციან, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×