რეზონანსი
24.10.2023

ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მალავდა, რომ მას ჰქონდა EED-ის დაფინანსება. „ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს. ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია [GDI] მალავდა, რომ ჰქონდა ამ ორგანიზაციის EED-ის დაფინანსება, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება. ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა", რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას" და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები რასთან გვაქვს საქმე. ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ფიქრობენ, რომ არის სწორი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×