რეზონანსი
25.10.2023

ვინ უშლის ხელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას? ოპოზიციაში სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა არსებობის შესახებ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ალაპარაკდნენ.

როგორც დეპუტატები ამბობენ, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შესაბამისი გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და, სტატუსთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას აფერხებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ოპოზიციის ნაწილს კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადება სურთ.

"მივიღე თხოვნა და შეშფოთების გაზიარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამბობენ, რომ ოპოზიციიდან არ არის ერთიანი გზავნილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კონკრეტულად არ ვაპირებ არავის სახელისა და გვარების დასახელებას, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც ამბობს რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების 85% სხვანაირად ფიქრობს, ალბათ, საჯარო არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა და ჩვენი პარტნიორებიც ამას ეთანხმებიან, რომ ერთიანი, ძალიან ძლიერი გზავნილი იყოს საქართველოდან", - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×