რეზონანსი
25.10.2023

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდეც კი, შეიძლება, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა მეცოლამ.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×