რეზონანსი
25.10.2023

„ჰამასი" არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იგეგმებოდა მისი ვიზიტი ისრაელში, თუმცა ეს ვიზიტი აღარ განხორციელდება. ერდოღანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა ღაზის კონფლიქტში გამამწვანებელ როლს თამაშობს.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასოდეს მოგვიწონებია და არც არასდროს მოვიწონებთ ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და იმას, თუ როგორ მოქმედებს ის, როგორც ორგანიზაცია და არა სახელმწიფო. ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა თითქმის ნახევარი ბავშვები არიან. მიზანი არის წინასწარ განზრახული სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით. ისრაელის თავდასხმები ღაზაზე არის ვითარება, რომელიც მიუთითებს როგორც მკვლელობაზე, ასევე ფსიქიკურ დაავადებაზე როგორც მათი, ვინც ახორციელებს, ასევე მათი, ვინც მხარს უჭერს მათ. ხვალ როდესაც გაქრება ის ძალები, რომლებსაც ისინი დღეს ეყრდნობიან, პირველი ადგილი, სადაც ისრაელის ხალხი ნდობასა და წყალობას მოძებნის, იქნება თურქეთი, ისევე როგორც 500 წლის წინ", - განაცხადა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×