რეზონანსი
25.10.2023

28 წლის დისტრიბუტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღეს, დიდ დიღომში დაჭრეს, სტაბილურია. ის "ვივა მედიდან" ცოტა ხნის წინ გაწერეს.

ამ დრომდე არაა დაკავებული პირი, რომელმაც კაცი ცივი იარაღით დაჭრა.

ირკვევა, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო.

"ნახვისას პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა ქვემო კიდურის არეში. დათვალიერებულ იქნა ჭრილობა, ნანახი იქნა ქირურგის მიერ, დამუშავდა ჭრილობა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, სრული იმუნიზაცია", - თქვა "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×