რეზონანსი
25.10.2023

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, მომავალ არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობასა და საქართველო-ჩეხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობას, ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერას.

„ჩეხეთის ელჩი კარგად ერკვევა მსოფლიოში და, კერძოდ, რეგიონში შექმნილ ვითარებაში. ასევე კარგად ინფორმირებულია იმ სირთულეებზე, რასაც, სამწუხაროდ, საქართველო განიცდის ოკუპაციის გამო და ჩეხეთის სახელით ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების და ურთიერთობის პროცესში დაგროვილი დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს პარლამენტის წევრებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×