რეზონანსი
25.10.2023

ხალხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნას? - პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრას მითანხმებდნენ [„ნაციონალური მოძრაობის" წევრები]. მათ ყოველდღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, შეხვედრაზე არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და, რა თქმა უნდა, დავუდასტურე. შეხვედრა სავარაუდოდ ამ თემაზე უნდოდათ და დავუდასტურე. მათთან დროც შევათანხმეთ, რაც შემდეგ გადაიფიქრეს, ისევ შევათანხმეთ და ისევ გადაიფიქრეს. თუ რაიმეს თქმა უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე - იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება. კარებთან დგომა საჭირო არ არის. შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×