რეზონანსი
25.10.2023

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა არის მნიშვენლოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად.

ჰერჩინსკის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და მონაწილეობას იღებს „გლობალური კარიბჭის" მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

„მას ასევე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვან მხარეებთან. ცხადია, ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი დღის წესრიგია და ახლა დროა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის", - განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×