რეზონანსი
25.10.2023

წელიწად-ნახევარია, ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი, ჩვენ ეს ზუსტად ევროპელი პარტნიორებისგან ვიცოდით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაასახელონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან.

ბოლო წელიწად-ნახევარია, ვამბობთ, რომ ოპოზიციიდან კონკრეტული ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან", „სტრატეგია აღმაშენებლიდან" და „ლელოდან", ბრიუსელში თუ სხვადასხვა ქალაქში როცა ვიზიტით ჩადიან, ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა მიანიჭონ სტატუსი. ეს ყურით მოთრეული თემა და ჭორები, გამონაგონი არ იყო, ჩვენ ეს ზუსტად ევროპელი პარტნიორებისგან ვიცოდით, რომლებიც ამას გვეუბნებოდნენ. სამნიძის აღიარება პირველი არ არის. რამდენიმე თვის წინ ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემაც თქვა. იმედია, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე აიმაღლებენ ხმას და საჯაროდ დაასახელებენ იმ პირებს, რომლებიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დღევანდელ მოცემულობაში სტატუსის წინააღმდეგ გამოსვლა, პირველ რიგში, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია. როცა საზოგადოებას ვუმალავთ, ვინ არის ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგე და ვინ მიდის ღალატზე, ესეც თავისთავად დანაშაულია. ვინც იმ შეხვედრებზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად არიან, შეხვედრებს ესწრებიან, უნდა თქვან ღიად, ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან. საზოგადოებამ ამ ადამიანების ვინაობა უნდა იცოდეს, რათა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ კარგია, თუ თავად დაასახელებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×