რეზონანსი
25.10.2023

თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ „ჰამასი" „ისლამურ სახელმწიფოს" უდრის, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ისრაელი მთელი გულით უარყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" შესახებ თურქეთის პრეზიდენტის უკმეხ სიტყვებს".

„ჰამასი" „ისლამურ სახელმწიფოზე" უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სასტიკად კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, სამოქალაქო პირები აჰყავს ტყვედ და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.

თურქეთის პრეზიდენტის მცდელობები დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვებიც კი ვერ შეცვლის საშინელებებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, და იმ ცალსახა ფაქტს, რომ „ჰამასი" „ისლამურ სახელმწიფოს" უდრის", - განაცხადა ჰაიატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×