რეზონანსი
25.10.2023

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა.

პრემიერის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით არის მოწინავე ქვეყანა.

"გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს. ესეც არის პასუხი, იმ დიდ ხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტი-ქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ, თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში.

ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი ქვეყანა მართლაც მოწინავეა ყველა პარამეტრით და, რა თქმა უნდა, მიხარია და მახარებს ეს აღიარება, რომელიც არ არის ჩვენ მიერ შედგენილი და გაკეთებული. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი",- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×