რეზონანსი
25.10.2023

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე - „სატრანსპორტო დერეფნები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტები შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ხალხისა და ზოგადად, რეგიონისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი მილსადენები უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით.

ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის.

განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს, საქმიანობის დაწყების დღიდან მას მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი აქვს გამოყოფილი და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, 2 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×