რეზონანსი
25.10.2023

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე „ქრონიკამ" ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა. ირკვევა, რომ შავაძე სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის უშუალო ბრძანებით მოკლეს.

„თეიმურაზ პატარიძემ მირზა კონცელიძეს უბრძანა, რომ ახსენი ბორკილებიო, რაც კონცელიძემ შეასრულა და დაკავებულს ახსნა ბორკილები. ამის შემდეგ როინ შავაძემ თქვა - ბატონო ოფიცრებოო და შემდეგ მიმართა პატარიძეს, გეტყვით ყველაფერსო, არ ვარ დამნაშავეო, ხოლო რისი თქმა სურდა მას, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან პატარიძემ როინ შავაძეს არ აცადა საუბარი და დაუყვირა - შენ რა უნდა მითხრა ბიჭო, შენი მოღალატე დედაო და შეაგინა დედის მისამართით, ასევე დაუყვირა, გაიქეციო. ამის შემდეგ, თეიმურაზ პატარიძის ბრძანებით, როინ შავაძე წავიდა ჩვენს მოპირდაპირედ ქარსაცავი ზოლის მიმართულებით. პატარიძემ გვიბრძანა, რომ შავაძის მიმართულებით ცეცხლი გაგვეხსნა. პატარიძემ აღნიშნული დაიყვირა ხმამაღლა და ბუნებრივია, გავიგეთ იქ მყოფმა ყველა პირმა. აგრეთვე გაიგონეს ალი ბალაძემ და გიორგი ჩიქოვანმა. აღნიშნულ ბრძანებაზე ვინმეს რაიმე პროტესტი არ გამოუხატავს, მათ შორის არც ბალაძეს და ჩიქოვანს და არც რაიმე უთქვამთ ამ ბრძანების შესაჩერებლად", - აღნიშნულია ჩვენებაში.

წყარო: „იმედი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×