რეზონანსი
25.10.2023

როგორც „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსსი" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ვის ხვდებიან ასეთს, რომელი ოპოზიციონერის სიტყვამ უნდა გადაწონოს, რომ ევროკომისიამ შეცვალოს გადაწყვეტილება? ამაზე საუბარი არის დილეტანტიზმი

გიგი წერეთლის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ოპოზიციის როლი მინიმალურია.

„ამის გამოცხადების, ამის თქმის მოტივაცია რამდენიმე შეიძლება იყოს. არის პოპულიზმი, არის ეგო, რაღაც ტალღაზე თავის თავის წარმოჩენა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თვითონ ხათუნას რა ამოძრავებდა არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი ერთად ან ერთ-ერთი რომელიმე. ვინც იცის ეს პროცესი, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ოპოზიციის როლი არის ძალიან მინიმალური. ოპოზიცია არის საზოგადოების ნაწილი და მისი როლი არის უფრო მეტი იქ, სადაც უნდა ტარდებოდეს რეფორმები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ სტატუსამდე. ვის ხვდებიან ასეთს, ვისმა სიტყვამ უნდა გადაწონოს, რომელი ოპოზიციონერის სიტყვამ უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ევროკომისიამ შეცვალოს გადაწყვეტილება. იქნებ პროვოკატორია ვინმე ან თუნდაც ამბობს, რომ ასეთი შეხედულება აქვს მას, დემოკრატიულ ქვეყანაში მას შეუძლია ჰქონდეს და ამან შეიძლება გადაწონოს? ამაშია დილეტანტიზმი. ვინც ამაში ხედავს ამხელა საფრთხეს და გამოდის და ყვირის, რომ მე ვარ გადამრჩენი ამ პროცესის, ეს არის პოლიტიკური დილეტანტიზმი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ ქმედებებიც და სურვილებიც ბევრჯერ აქვს გაცხადებული.

„საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია. სანამ ეს ხელისუფლება გაჩნდებოდა საერთოდ და ზოგიერთი აქტორი, ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს, საერთოდ მოევლინებოდა პოლიტიკურ სივრცეს, მანამდე ჩვენ ყველანი მთელი ჩვენი პოლიტიკური აქტივობით, მოღვაწეობით, ვმუშაობდით ამაზე. ჩვენ სახარება გვიკითხონ ისეთმა ადამიანებმა, ვისაც შეიძლება წაკითხული არ ჰქონდეს, ასე არ შეიძლება. ოპოზიციას ეს სურვილები და ქმედებები ბევრჯერ აქვს გაცხადებული.

ახლა აღმოჩნდა, რომ ვიღაც ხელისუფლებაზე მეტად მავნებლობს თურმე ამ პროცესში და მე ამის არ მჯერა. ვინმეს შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, მაგრამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს, დამერწმუნეთ. შეიძლება ვიღაცამ თავისი მოსაზრება თქვას, ევროპარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ორი ადამიანის საუბარში ბევრი იდეა შეიძლება იყოს, ბევრი სცენარი შეიძლება იყოს, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ ვიღაც დადის და ამბობს, რომ დავწვები აქ და თავს დავიწვავ, თუ მისცემთ სტატუსს. ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში" განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×