რეზონანსი
25.10.2023

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა,

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×