რეზონანსი
26.10.2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი აქცენტს აკეთებს ჩინეთისა და ამერიკის ბოლო დროს დამთბარ პოლიტიკურ ურთიერთობებზე, რაც, ანალიტიკოსის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მორიგი დამარცხების ტოლფასია.

„ალბათ არაჰუმანური იქნება ეს ჩემი სტატუსი, იმ უმძიმესი ფონის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა სექტანტების რიგებში. მხოლოდ ბოლო 24 საათის კატასტროფა მაქვს მხედველობაში: პრემიერის უწარმატებულესი ვიზიტი ბრიუსელში, სტატუსის მინიჭების თაობაზე, ფაქტობრივად, მიღებული გადაწყვეტილება, სექტანტების ურთიერთ ჩაძირვა და „ნაცების“ „ფემიციდური“ ომი, ევროკავშირის პოლიტიკური დანაშაულის ჩადენაში მხილება და ა.შ. მაგრამ, ითხოვს ეს წარმატებული დღე „საკონტროლო“ გასროლას, განსაკუთრებით თინა ხიდაშელის ანტიჩინური კამპანიის მიმართულებით.

აშშ-ს ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა. ამ მოვლენის წინ, ნიუ იორკში ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ნაციონალური კრების (NCUSCR) ყოველწლიურ ვახშამზე წაკითხული იქნა სი ძინპინის მისასალმებელი წერილი, რომელშიც ჩინეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა აშშ-თან პარტნიორობის, უთანხმოებების დაძლევისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

იმავდროულად, ჩინეთში სი ძინპინმა მიიღო მასთან ვიზიტით ჩასული აშშ-ის დემოკრატიული პარტიის „იმედი“, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, სადაც კლიმატურ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, განხილული იქნა ფენტანილის ექსპორტის საკითხი, რაც ნიუსონმა შეაფასა, როგორც „საოცრად პოზიტიური მოვლენა“. კალიფორნიის გუბერნატორი ასევე შეხვდა ვან ის და (ეს მონაკვეთი განსაკუთრებით დაუმალეთ ხიდაშელს!) განიხილა მასთან საუბარში ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის შექმნის პერსპექტივა. გევინ ნიუსონი ასევე შეხვდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჩჟენს და დაინტერესდა ჩინეთის ციხეში 2006 წლიდან მყოფი ამერიკელი პასტორის, დევიდ ლინის ამნისტირების შესაძლებლობით.

ყოველდღიურად წარმატებით მიმდინარეობს „სანაცეთის“ ჭაობის „სამელიარაციო“ სამუშაოები. ფსკერზე დარჩენილია მხოლოდ გაშიშვლებული მოყიყინე ბაყაყების გუნდი, რომლებიც ურთიერთ განადგურებით არიან დაკავებულები. როგორც სანახაობა - საშინელებაა. როგორც მოვლენა - შესანიშნავი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×